ახალი ამბები
...

17/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ახლით ცვლის


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დიდუბის რაიონში მიწისქვეშა  კომუნიკაციებისმოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. სამუშაოები, რომელიც გაფრინდაულის ქუჩაზე მიმდინარეობს, აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება. ქსელების რეაბილიტაციის შედეგად, გაფრინდაულის ქუჩის მაცხოვრებლებისწყალმომარაგება უფრო საიმედო გახდება.მიმდინარე სამუშაოებით დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავა დაინტერესდა, რომელსაც შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოები,  დღეს, კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ დაათვალიერებინა.

გაფრინდაულის ქუჩაზე, საერთო ჯამში,მთლიანად განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის ხანდაზმული ქსელი, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 400 მეტრს შეადგენს.

 

როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე - ომარ გოცირიძე აღნიშნავს, გაფრინდაულის ქუჩაზე ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება საკანალიზაციო 150-მეტრიან ქსელს, უახლოეს დღეებში კი  ახლით შეიცვლება წყალსადენის 250-მეტრიანი ქსელიც და მთლიანად განახლდება მწყობრიდან გამოსული ყველა განშტოება. გოცირიძის თქმით, კომპანია წყალსადენის განახლებულ ქსელებზე ასევე დაამონტაჟებს 4 ახალ ჩამკეტ ურდულს და მოაწყობს წყალსადენის 4 ახალ საკვანძო ჭას, საკანალიზაციო ქსელზე კი, პარალელურად, 3 ახალი საკვანძო ჭა მოეწყობა.

 

წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის განახლების შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთების რეაბილიტაციასა და ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

 

წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. წლევანდელი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე ახლით შეცვლის. ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის პროგრამას კომპანია თბილისის წყალსადენისა და წყალარინების სისტემების გაჯანსაღებისა და სტაბილური წყალმომარაგების მიზნით ახორციელებს. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები