ახალი ამბები
...

23/06/2015 სასმელი წყალი დედაქალაქში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას მიმართავს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას მიმართავს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. 

  
დღეს, დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია თბილისის ზოგიერთ უბანში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ, კერძოდ, ვაკის რაიონში - მცხეთის ქუჩასა და მთაწმინდის რაიონში - შანიძის ქუჩაზე. დღის განმავლობაში, კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, ორივე ქუჩაზე აიღეს წყლის სინჯები არცერთ შემთხვევაში სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი არ დადასტურდა. 


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არ აქვს არანაირი კავშირი მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება. სასმელი წყალი მრავალჯერად დამუშავება-ფილტრაციას გადის და 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლაბორატორიის სპეციალისტები დღემდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და თბილისის მასშტაბით წყლის სინჯებს მუდმივად იღებენ. წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. ამასთან, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დამატებითი პრევენციის მიზნით, დედაქალაქში სასმელი წყლის ორმაგ დაქლორვასაც ახორციელებს.


კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)

23.06. 2015

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები