ახალი ამბები
...

23/07/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გადახდის სისტემაში  წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებისთვის, აბონენტებს ბოდიშს უხდის.

 

რამდენიმე დღეა, თბილისელი აბონენტების მიერ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის დაფარვის დროს შეიქმნა გარკვეული ხარვეზი საქართველოს ბანკისა და სწრაფი გადახდის ტერმინალის - „ექსპრესფეის“ გამოყენებისას, თუმცა დავალიანების დაფარვა შესაძლებელია სხვა ბანკებისა თუ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. 

 

იმ თბილისელ აბონენტებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ მიმდინარე დავალიანება და გადასახადის დაფარვის ბოლო ვადად 24 ივლისი ფიქსირდება, წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობის გამო, ორშაბათს 27 ივლისამდე, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდებათ.      

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს დაუყოვნებლივ მიაწვდის, როგორც ინდივიდუალურად, SMS-შეტყობინების მეშვეობით, ასევე მედიასაშუალებების, ფეისბუქის გვერდის - Georgian Water and Power - GWP LTD, Official  და ვებგვერდის www.gwp.ge -ს მეშვეობით.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს თხოვნით მიმართავს, ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, დროულად დაფარონ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი.



სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები