ახალი ამბები
...

29/07/2015 მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მოსახლეობას GWP-ის ახალი სერვისცენტრი ემსახურება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სერვისცენტრი ახალ მისამართზე გადავიდა. ახალი რაიონული ოფისი, რომელიც ამჟამად უკვე ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ, რევაზ ლაღიძის  N2-ში მდებარეობს, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში 48 000-მდე აბონენტს გაუწევს მომსახურებას.   

 

მთაწმინდა-კრწანისის სერვისცენტრი, კომპანიის სხვა რაიონულ ოფისებთან ერთად,  თბილისელებს  ეხმარება წყალმომარაგება-წყალარინებასთან დაკავშირებული იმ ტიპის საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა: ახალ აბონენტად რეგისტრაცია, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გადახდის ქვითართან თუ მიმდინარე გადასახადის დაფარვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის გარკვევა,  დავალიანების თანხის რესტრუქტურიზაცია, დარიცხული თანხის გადატანა სხვა მისამართზე, მრიცხველთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრა და სხვ. 

 

ახალი სერვისცენტრი, ისევე როგორც კომპანიის სხვა რაიონული ოფისები, კვლავაც მოემსახურება დავალიანების რესტრუქტურიზაციის პროგრამას და მთაწმინდა-კრწანისის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს დავალიანების გასასტუმრებლად  ხელსაყრელ ინდივიდუალურ პირობებს შესთავაზებს. 

 

დღეისათვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ყველა რაიონული სერვისცენტრი განახლებულ რეჟიმში ფუნქციონირებს, ამასთან შექმნილია ყველა პირობა  ოპერატიული და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მისაღებად. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები