ახალი ამბები
...

20/10/2015 ცნობილმა საკონსულტაციო კომპანიებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ რეკომენდაციები შეიმუშავეს

 

ორმა ავტორიტეტულმა საკონსულტაციო კომპანიამ - „პრაისუოთერჰაუს კუპერსმა“ და „ფიხტნერმა“ საქართველოს წყალმომარაგების სექტორში მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგია შეისწავლა და ევროპის საუკეთესო კომუნალურ პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციები მოამზადა.  

 

რა სახის ხარჯები შეიძლება ჰქონდეს კომუნალური ტიპის კომპანიას, რომელიც წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში ოპერირებს, კომპანიის მხრიდან გაწეული რა ტიპის დანახარჯი შეიძლება ჩაითვალოს გონივრულად, როგორ უნდა აისახოს გაწეული ხარჯები, ლარის კურსის ცვალებადობა და ინვესტიციები ტარიფებში. აღნიშნული საკითხების შესახებ, კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინიციატივით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, კონფერენცია ჩატარდა. საკონსულტაციო კომპანიებმა საქართველოში ტარიფების დადგენის არსებული წესების შედარებითი ანალიზი საერთაშორისო პრაქტიკებთან მიმართებაში წარმოადგინეს. კონფერენციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW), ევროპის რეკონსტრუქცისადაგანვითარებისბანკის (EBRD) და სხვა კომპანიების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ - ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა. აღინიშნა, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოში წყალმომარაგების დარგის სტაბილურობასა და წინსვლას შეუწყობს ხელს.

 

როგორც „პრაისუოთერჰაუს კუპერსის“ რეგულირების ცენტრის პარტნიორი ივო დოლეჟალი აღნიშნავს, კვლევა და რეკომენდაციები, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისათვის“ მომზადდა, ევროპის საუკეთესო კომუნალურ პრაქტიკას ითვალისწინებს. მისი თქმით, სატარიფო მეთოდოლოგიის დახვეწის ერთ-ერთი გზა რეგულირების პროცესში მეტი თანმიმდევრულობისა და გამჭვირვალობის მიღწევაა.

 

საკონსულტაციო კომპანია „ფიხტნერის“ მთავარი კონსულტანტი - მარია ბელოვა კი მიიჩნევს, რომ  მათ მიერ მომზადებული სიტუაციური ანალიზი და შემუშავებული რეკომენდაციები წაადგება წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესებას როგორც თბილისში, ასევე მთლიანად საქართველოს კომუნალურ სექტორში.  

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები