ახალი ამბები
...

05/11/2015 რუსთავში, წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის მერი გაეცნო

 

კომპანია „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში, დოლიძისა და გონაშვილის ქუჩებზე, თვეზე მეტია, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოები, დღეს, რუსთავის მერს, დავით ჯიქიას, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მერაბ კანდელაკმა გააცნო.

 

როგორც მერაბ კანდელაკი აცხადებს, გონაშვილისა და დოლიძისა ქუჩებზე ახლით შეიცვალა  1000 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის სხვადასხვა დიამეტრის ქსელი, ადგილზე მოეწყო საკვანძო ჭები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის ოცდაათი წელია, წყალგაყვანილობა არ შეცვლილა. „რუსთავის წყალი“  შიდაკვარტლური ქუჩების წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციას ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, გაწერილი პროექტის ფარგლებში ახდენს. გონაშვილისა და დოლიძის ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, სასფალტის საფარი დაიგება.

 

მიმდინარე წელს „რუსთავის წყალმა“ 40-მდე ქუჩაზე წყალსადენის მოძველებული და ამორტიზირებული მილები, ახლით შეიცვალა. წლის ბოლომდე დაგეგმილია წყალსადენის კიდევ რამდენიმე შიდაკვარტლური ქსელის რეაბილიტაცია, რაც შეამცირებს დანაკარგებს წყალსადენის ქსელებში და ხელს შეუწყობს რუსთავის მოსახლეობის უწყვეტ წყალმომარაგებას.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები