ახალი ამბები
...

23/11/2015 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

 

პირველ რიგში, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის ისნის რაიონის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, წყალსადენის ქსელზე რთული ავარიული დაზიანების გამო, ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება. 

ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და სპეცტექნიკა მობილიზებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ. ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტესიურად წარიმართება. კომპანია მაქსიმალურად შეეცდება, წყლის მიწოდება მოსახლეობას შესაძლებლად მოკლე დროში აღუდგინოს. 

ავარიული დაზიანება ისნის რაიონში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელთან გამავალ 600 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე მოხდა. ტექნიკური სამუშაოების გახანგრძლივება, ერთი მხრივ, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაზიანება ფარული აღმოჩნდა და სადიაგნოსტიკო სამუშაოების ჩატარებას გარკვეული დრო დასჭირდა და მეორე მხრივ, იმ გარემოებამაც, რომ კომპანიას დაზიანების სალიკვიდაციოდ, დღის საათებში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცა და სამუშაოების ჩატარება ღამის საათებში მოუწია. 

წყალმომარაგების აღდგენამდე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”  მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის. ავტოციტენების მოძრაობის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე აბონენტები ინფორმაციას მიიღებენ SMS-შეტყობინების საშუალებით, დეტალური ინფორმაციის მოძიება კი შესაძლებელია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები