ახალი ამბები
...

25/11/2015 თბილისის საკრებულო და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალი ინიციატივით გამოდიან

 

ქ. თბილისის საკრებულო და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი მენეჯმენტი ახალი ინიციატივით გამოდიან. კერძოდ, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურად და კოორდინირებულად წარმართვის მიზნით, ყველა რაიონში შეიქმნება თბილისის საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები.  სამომავლოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, სამუშაო ჯგუფების მიერ ერთობლივად დაიგეგმება. სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც გაუწევენ მონიტორინგს.   

 

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები თბილისის საკრებულოს, გლდანის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ დაიგეგმა. სამუშაოები, დღეს, კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესა და გლდანის რაიონის გამგებელ ბესიკ ქარცივაძეს ადგილზე გააცნო.

 

მუხიანი 2-ში, რომელიც თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალსადენის ახალი გამანაწილებელი ქსელები და განშტოებები გაჰყავს. საერთო ჯამში, დასახლებაში უკვე მოეწყო წყალსადენის 650 გრძივი მეტრი ახალი ქსელები, დამონტაჟდა წყლის წნევის თანამედროვე ტიპის 10 რეგულატორი, 22 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო წყალსადენის 35 საკვანძო ჭა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულების სტადიაშია. შედეგად, უმოკლეს დროში, მუხიანი 2-ის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები