ახალი ამბები
...

21/11/2015 წყალსადენის დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის პროგრამა ინტენსიურად მიმდინარეობს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჯავახეთის ქუჩაზე, წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დაასრულებს. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამგორის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინტენსიურად აგრძელებს წყალსადენის დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის პროგრამას. მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ უკვე ახლით შეცვალა თბილისის სხვადასხვა რაიონში გამავალი 7 დიდი მაგისტრალის ამორტიზებული მონაკვეთები.

 

მიმდინარე წელს, დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. უკვე დასრულებულია დიღმის ველზე გამავალი წყალსადენის 1400 მმ-იანი, 1200-იანი და 900 მმ-იანი მაგისტრალების კრიტიკული მონაკვეთების ახლით შეცვლა. ასევე, განახლებულია 900 მმ-იანი წყალდენების ამორტიზებული მონაკვეთები დიდ დიღომსა და ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე. უკვე რეაბილიტირებულია ვარკეთილი 3-ში მდებარე 600 მმ-იანი ქსელი. წყალსადენის დიდი მაგისტრალების რეაბილიტაციის შედეგად, თბილისის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად სტაბილური გახდება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები