ახალი ამბები
...

19/12/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სასმელი წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, აქტიურ ქმედებებს აგრძელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების უკვე 150-მდე შემთხვევა გამოავლინა. მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური, ჯამურად, 180 000-მდე ლარს შეადგენს.

 

პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას განაგრძობს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარდნენ. მათ შორისაა ორი სამშენებლო კომპანია: შპს „არ ენდ ელ გრუფი“, რომელსაც წყლის უკანონო მოხმარებისთვის 36 345 ლარი ადმინისტრაციული სახდელის სახით დაერიცხა, ხოლო შპს „ჯი დი გრუფ“-ს - 24 380ლარი.

 

წყლის დატაცების ფაქტები, სამშენებლო კომპანიების გარდა, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ობიექტებში, მათ შორისაა: შპს „თანადგომა“,  შპს „პეკინი“ (ჩინური რესტორანი) - საზოგადოებრივი კვების ობიექტები, შპს „ლაიმლაითი“ - სასტუმრო, შპს „მეგობრობა“ - ავტოსამრეცხაო, შპს "შვიდი მითი" - სასაწყობე მეურნეობა და სხვ. 

 

დარღვევის მქონე თითქმის ყველა ობიექტი წყლის დატაცებას უკანონო ხაზების მეშვეობით ახდენდა. ყოველ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური აქტის შედგენა და დატაცებული წყლის ოდენობის დაანგარიშება სემეკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მოხდა.

 

აბონენტების მხრიდან წყლის უკანონო მოხმარება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს აყენებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია აგრძელებს აქტიურ ქმედებებს წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად. პარალელურად, კომპანია თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს ჯერ კიდევ უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები