08/03/2023 ჯივიპი , ხვალ 9 მარტს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 9 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ბანძელაძის ქუჩაზე , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 მარტს 23:00 საათიდან 10 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ავთო ვარაზის, ფერმწერთა ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ამბერკი ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის N 17, 33, 21, კაპანელის შესახ., ნუცუბიძის 4 მ/რ N 34,35,35ა,36,36ბ,37, ნინო ზაალიშვილის, ემანუელ აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge