19/02/2025
20 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, გ.შატბერაშვილის ქ. N46-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 20 თებერვალის 23:30 საათიდან 21 თებერვლის დილის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
შატბერაშვილის ქუჩა ჩიხებით შესახვევებით, მარაბდის ხევს,ჟვანიას, მარაბდის, შროშის, კეკელძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge