20/02/2025 ჯივიპი, 21 თებერვალს, ვაკის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
21 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზ. N63-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 21 თებერვალის 23:30 საათიდან 22 თებერვლის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს და ვაჟა-ფშაველას გამზ. N 57, 59, 61, 63, 65
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge