PLANNED WORKS
13/04/2025 ჯივიპი, 14 აპრილს , გლდანის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 14 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N66 N თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 აპრილს 12:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
გლდანის IV მ/რ N 89; 90; 92ა; 92ბ; 92; 93; 93ა; 94; 95; 96; 96ა; 97; 98; 98ა; 99; 100; 101; 102; 103; 104 ; 109გ და სკოლა ლომისას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.