27/11/2020 1 დეკემბრიდან ქალაქ მცხეთის აბონენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოემსახურება
2020 წლის 1 დეკემბრიდან კომპანიების - მცხეთისწყლისა და ჯორჯიანუოთერენდფაუერის გაერთიანების შედეგად ქალაქ მცხეთის აბონენტებს ჯორჯიანუოთერენდფაუერი მოემსახურება.
ქალაქ მცხეთის მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფას ჯორჯიანუოთერენდფაუერი გააგრძელებს. კომპანია მომხმარებლებს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებასა და ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს.
ქალაქ მცხეთის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლია ჯორჯიანუოთერენდფაუერის ცხელი ხაზისა (032)2931111 და ვებგვერდის ონლაინ ჩათის საშუალებით (www.gwp.ge).
პანდემიის პერიოდში სერვის ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურებიან. შემდეგ კი ქალაქ მცხეთის სერვის ცენტრი მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ამ ეტაპზე განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე www.gwp.ge.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი