საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-9 პუნქტის და 273-ე მუხლის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 დეკემბის #54 დადგენილების მე-10 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად ჯივიპის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილება მხარეს ფოსტის მეშვეობით ეგზავნება დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში თუ დადგენილების ჩაბარება ადრესატისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა (დადგენილება ფოსტის მეშვეობით მხარესთან იგზავნება ორჯერ), მაშინ დადგენილება საჯაროდ განთავსდება კომპანიის ვებგვერდზე და ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-3 დღეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.
PDF - დოკუმენტის გახსნისას გთხოვთ პაროლის ველში მიუთითოთ ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერი. (საიდენტიფიკაციო ნომრის არარსებობის შემთხვევაში მიუთითეთ დადგენილების ნომერი).