ეთიკისა და ქცევის კოდექსი

 

კეთილსინდისიერება, პატიოსნება და გამჭვირვალობა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს დანერგილი აქვს ორი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლიც უზრუნველყოფს კომპანიის ეთიკისა და კეთილსინდისიერების პოლიტიკის ეფექტურობას. ეს არის ეთიკისა და ქცევის კოდექსი, რომელიც კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის განსაზღვრავს მაღალი სტანდარტის ქცევის წესებს და ეთიკის არხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ეთიკისა და ქცევის კოდექსის დარღვევების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა.

 

ეთიკისა და ქცევის კოდექსი

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს, როგორც FCC Aqualia S.A.-სთან დაკავშირებულ სუბიექტს დამტკიცებული და სამოქმედოდ შემოღებული აქვს FCC Aqualia S.A.-ში მოქმედი ეთიკისა და ქცევის კოდექსი.

 

ეთიკის და ქცევის კოდექსი არის უმაღლესი სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც კომპანიაში ადგენს თანამშრომელთა ქცევის პრინციპებს ეთიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. კოდექსის მიზანია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან დაკავშირებულმა ყველა პირმა საქმიანობის დროს იხელმძღვანელოს წესებით, რომელიც ადგენს კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან, ხელშეკრულებებთან, პროცედურებსა და ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობას.

 

კოდექსი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ანტიკორუფციულ და მოსყიდვის საწინააღმდეგო საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მართვას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას, გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას. კოდექსი ვრცელდება კომპანიის ყველა თანამშრომელზე, მომწოდებელსა და კონტრაქტორზე, რომლებთანაც გვაქვს საქმიანი ურთიერთობა.

 

ეთიკის კოდექსი აძლიერებს ორგანიზაციულ კულტურას, რამდენადაც კოდექსი შექმნილია კომპანიის იდენტობის, კულტურის და ქცევის ერთიანი მოდელის შექმნისა და განმტკიცების მიზნით. კოდექსი ხელს უწყობს პრაქტიკაში ფასეულობების დანერგვას, აძლიერებს შესაბამისობის კულტურას და უზრუნველყოფს გრძელვადიანი ღირებულებების მქონე პროექტების განხორციელებას.

 

ეთიკის და ქცევის კოდექსის დაცვა სავალდებულოაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან დაკავშირებული ყველა პირისთვის, მათ შორის თანამშრომლებისთვის, მომწოდებლებისა თუ კონტრაქტორიებისთვის, განურჩევლად მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსისა, დაკავებული თანამდებობისა თუ საქმიანობის წარმოების გეოგრაფიული არეალისა.

 

File:PDF file icon.svg - Wikipedia - ეთიკის და ქცევის კოდექსი

 


ეთიკა