ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომელიც თბილისის, რუსთავის და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს მართავს და 2 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.
კომპანიის 705 000-ზე მეტი აბონენტიდან 662 992 საყოფაცხოვრებო, ხოლო 42 311 არასაყოფაცხოვრებოა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს, ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – მაღალი ხარისხის სასმელ წყალს, ახდენს მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას. კომპანია ასევე წყალარინების მომსახურებას ეწევა და მოხმარებული წყლის გატანას საკანალიზაციო ქსელების მეშვეობით უზრუნველყოფს. თბილისის, რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე ჯივიპის 3 000-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მართველი კომპანიაა Georgia Global Utilities (GGU).
Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ფლობს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით: თეთრიხევიჰესს, ბოდორნაჰესს, საგურამოჰესსა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტორსადგურებს შორის.
2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" ფლობს.
ესპანური წყალმომარაგების კომპანია FCC Aqualia წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელსაც FCC (51%) და IFM Investors (49%) ფლობს. Aqualia მომხმარებელთა რაოდენობით მეოთხე უმსხვილესი წყლის მენეჯმენტის კომპანიაა ევროპაში და მეცხრე მსოფლიოში. აქუალია ემსახურება 45.2 მილიონ მომხმარებელს 18 ქვეყანაში, კერძოდ: საქართველოში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პერუში, პორტუგალიაში, კატარში, ალჟირში, საუდის არაბეთში, კოლუმბიაში, ჩილეში, ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩეხეთსა და რუმინეთში.
ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებ-გვერდი იყენებს მზა ფაილები (cookie)