ახალი ამბები
...

11/03/2010 თბილისის მერმა და GWP-ის გენერალურმა დირექტორმა, დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს

დღეს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი და ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმების მიზნით, ნაძალადევის რაიონში ნიკო მარის ქუჩას ესტუმრნენ.

ნიკო მარის ქუჩა ერთ-ერთია, სადაც წყალსადენისა და წყალარინების ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელები იცვლება. შესაცვლელი მილდენების საერთო სიგრძე 3525 მეტრია, ხოლო დიამეტრი - 25-დან 700 მმ-მდე.

გრანდიოზული პროექტი - ”თბილისის ქუჩების კაპიტალური შეკეთება და კომუნიკაციების რეაბილიტაცია”, დედაქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 80-მდე ქუჩაზე ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენისა და წყალარინების ყველა დიამეტრის ქსელს, რომლის საერთო სიგრძე, ჯამში, 70 კილომეტრს შეადგენს. 80-მდე ქუჩაზე ქსელების რეაბილიტაციის მიზნით ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 10 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის იანვრიდან დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლომდეა გათვალისწინებული.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცის შედეგად საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები წყალსადენის ქსელებში, დაიზოგება ელექტროენერგია და შემცირდება ქსელებზე ავარიული დაზიანებების რიცხვი, რაც საშუალებას მოგცემს თბილისის მოსახლეობას გაცილებით უკეთ მოვემსახუროთ.

პარალელურად, დედაქალაქში ჩქაროსნული ავტოსტრადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის გამზირამდე, ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის შეცვლა-განახლება-რეაბილიტაციას ახორციელებს.

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად