07/04/2010 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ბავშვთა სახლ ,,სათნოებას" ხარების დღესასწაული მიულოცა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და კომპანიის სხვა წარმომადგენლები, ხარების წმინდა დღესასწაულის მილოცვის მიზნით, დღეს, აფრიკის დასახლებაში მდებარე ბავშვთა სახლ "სათნოებას" ესტუმრენენ.
ხარების წმინდა დღესასწაულზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრად ფერადი რბილი სავარძლები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა ნივთი გადასცა.
საჩუქრების გადაცემის შემდეგ, კომპანიამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ასოციაცია "მზეშინას" დახმარებით მომზადებული გასართობი პროგრამა შესთავაზა და უძველეს ქართულ სააღდგომო რიტუალურ თამაშებს აზიარა. თამაშების დასრულების შემდეგ კომპანიამ ბავშვები ყვავილებისგან შეკრული გვირგვინებითა და სააღდგომო სუვენირებით დაასაჩუქრა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბავშვთა სახლ "სათნოების" აღსაზრდელებს მეურვეობას უკვე 1 წელია უწევს. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ ბავშვთა სახლს, 100 000-მდე ლარის ღირებულების დახმარება გაუწია.

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე