ახალი ამბები
...

17/03/2020 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებლებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და ზღუდავს სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს. კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელს დისტანციურად ემსახურება.  დისტანციური მომსახურების ფარგლებში განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განაცხადის ელქტრონული ფორმები და  ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი განთავსებულია ვებ გვერდზე -  www.gwp.ge.

 

ახალი კორონავირუსის  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კომპანიამ ასევე  დროებით შეაჩერა აღმრიცხველების  ბინაზე ვიზიტები. შესაბამისად აღმრიცხველის მიერ არ მოხდება  მრიცხველის ჩვენების აღება  ბინებში დამონტაჟებული მრიცხველებიდან. ასეთი 64 000 აბონენტია,  მათ  აღნიშნულ პერიოდში  დაერიცხებათ შეფასებითი ჩვენება,  რაც გულისხმობს წინა სამი თვის მოხმარების საშუალო მაჩვენებლის დარიცხვას.  60 წლის ასაკის ზემოთ აღმრიცხველებთან დაკავშირებით კომპანია ითვალისწინებს რეკომენდაციებს და ისინი უკვე აღარ დადიან ობიექტებზე.

 

რაც შეეხება ტექნიკურ ბრიგადებს, რომლებიც მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მათ კომპანია ევექსი კლინიკების სამედიცინო პერსონალის დახმარებით რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად