18/12/2020 რა შეიცვალა თბილისის წყალმომარაგებაში 2018-2020 წლებში
თბილისის ისეთ დასახლებებს, როგორიცაა შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, ბეთანია და კვესეთი წლების მანძილზე სასმელი წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდა. 2018-2020 წლებში ჯივიპიმ ამ ტერიტორიებზე ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო.
წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე 250 კმ წყალსადენის და წყალარინების ქსელი განახლდა.რეაბილიტაცია ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, შარტავას, კანდელაკი-ბუდაპეშტის და სხვა ქუჩებზე. კომპანიამ 2018-2020 წლებში ჯამში 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა - შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაზიანებები და წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ზრუნვას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი