ახალი ამბები
...

12/07/2010 რუსთავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

12 ივლისს, კომპანია “რუსთავის წყალის” გენერალური დირექტორი იორგ მათისი და ქალაქ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი, რუსთავში წყალსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

კომპანია ”რუსთავის წყალმა” მიმდინარე წელს ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაიწყო. რაც ითვალისწინებს ქალაქის ცხრამეტი ქუჩის წყალსადენის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას. პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებულია 2 მილიონი ლარი.
ქ. რუსთავის ქუჩებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამი თვის წინ დაიწყო. უკვე შეკეთდა და ექსპლუატაციაში გაიშვა: 20-21, 7-8, 15-16 მიკრო-რაიონების, ასევე მეგობრობის, ბარათაშვილის, კონსტიტუციის, თბილისის, ბალანჩივაძის, მუმლაძის და ლეონიძის ქუჩების წყლისა და კანალიზაციის მილები. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში ამორტიზირებული  მილები მაღალი ხარისხის მილებით შეიცვალა.

დღეისთვის სამუშაოები, ერთდროულად, მიმდინარეობს მეგობრობის ქუჩის 43-47 კორპუსების მონაკვეთზე, მესხიშვილის, თავგორაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე.

წყლის მილების ხანდაზნულობისა და ამორტიზირების გამო ხშირია ავარიული დაზიანებები ქალაქში, რაც მუდმივად იწვევს შეფერხებებს ქალაქის წყალმომარაგებაში და სასმელი წყლის დანაკარგებს. ლოკალური ავარიები კი კომპანიას სოლიდურ ზარალს აყენებს. კომპანია “რუსთავის წყალის” მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მკვეთრად შემცირდება წყლის დანაკარგები და ხელი შეეწყობა ქალაქის წყლით საიმედო და ხარისხიან მომსახურებას.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად