ახალი ამბები
...

02/04/2012 ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ორ ახალ რეზერვუარს აშენებს

თბილისის მასშტაბით უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდების მიზნით, კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კომპლექსურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია ვაზისუბნის დასახლებასა და ლილოში, იქ სადაც მოსახლეობას წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება, ორ ახალ რეზერვუარს აშენებს.

რეზერვუარების მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.„ვაზისუბანი I“-ის სრულად ამუშავების შემდეგ, წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი მოეხსნება ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელნიცკის, ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ასევე, „მეტრომშენის“ დასახლების ზედა ნაწილს.

სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ლილოში, სადაც ახალი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. ლილოს რეზერვუარის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სასმელი წყლით უწყვეტად მომარაგდება ლილოს, „ვაზიანის სამხედრო“ და „საქნავთის“ დასახლებები, ვაზიანის სამხედრო ნაწილი, სოფლები - ლილო და გამარჯვება, იუმაშევის ქუჩა, ლილოში განთავსებული საწარმოები და ობიექტები.

დღეისთვის, თბილისის თითქმის 90%–ი უწყვეტად მარაგდება სასმელი წყლით. აღებული ვალდებულების თანახმად, 2012 წლის ბოლომდე, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”,  თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობის 100%-იან, უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ვაზისუბნის რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა დაათვალიერეს.

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად