ახალი ამბები
...

16/08/2012 გლდანის V და VII მიკრორაიონებში, წყალსადენის ქსელებზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორის მოადგილემ - ჰელმუტ ვეიდელმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ნოდარ სანდუხაძეს გლდანის V და VII მიკრორაიონებში, წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო. 

გლდანის აღნიშნული მიკრორაიონების შიდა ქუჩები შედის თბილისის იმ 150-მდე ქუჩის ნუსხაში, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წლევანდელი გეგმის შესაბამისად ახორციელებს. ორივე მიკრორაიონში რეაბილიტაცია უტარდება როგორც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებს, ასევე განშტოებებს. გლდანის V მიკრორაიონში ახლით იცვლება ამორტიზებული წყალსადენის ქსელების 5080 მეტრი, მონტაჟდება 46 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ეწყობა წყალსადენის 6 ახალი საკვანძო ჭა. გლდანის VII მიკრორაიონში კი  შესაცვლელი ქსელების საერთო სიგრძე 5580 მეტრია, მონტაჟდება 86 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და წყალსადენის 4 ახალი საკვანძო ჭა.

გლდანის მიკრორაიონების გარდა, ამ ეტაპზე, კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას თბილისის 20-მდე ქუჩაზე ერთდროულად ახორციელებს, მათ შორის: ჭყონდიდელის, პეტრე ბაგრატიონის, კეკელიძის, ნავთლუღის,  ჭოველიძის, არალეთის, ფალიაშვილის, ტყვიავის, ცაბაძისა და  მიქელაძის ქუჩებზე.

სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია მე-4-ე წელია აწარმოებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია". მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 150-მდე ქუჩას მოიცავს, სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე კი, დაახლოებით, 90 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო და მათი დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. ამ დროისთვის წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მთლიანად დასრულებულია 89 ქუჩაზე. 2011 წლის ჩათვლით კი, პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ახლით შეცვალა თბილისის სხვადასხვა რაიონის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების 200 კმ-ზე მეტი.

ქუჩების ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში, ეს კი, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას.  

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად