90111 SMS სერვისი

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებს SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს.

 

gwp-ის SMS სერვისზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად ერთვება SMS სერვისში.

 

SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.

 

ჯივიპის მომხმარებლებს ყოველთვიურად მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა 90111 SMS სერვისით შეუძლიათ

 

  ►  მიყევით მარტივ ვიდეო ინსტრუქციას და გამოაგზავნეთ ყოველთვიურად მრიცხველის ჩვენება მობილური ტელეფონიდან 90111-ზე 


►  ვიდეო ინსტრუქცია  

 

 

    როგორ გამოვაგზავნოთ  90111 სერვისზე მრიცხველის ჩვენება?

 

მობილური ტელეფონიდან 90111-ზე გამოაგზავნეთ SMS შეტყობინება ტექსტის ველში მიუთითეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით: მრიცხველის ნომერი, მრიცხველის ჩვენება (მონაცემები გამოყავით მძიმით)   

 

   როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაშითუ აბონენტის ნომერზე დაფიქსირებულია ერთზე მეტი მრიცხველი?

 

ორი ან მეტი მრიცხველის შემთხვევაში, თითოეული მრიცხველის მონაცემები გამოაგზავნეთ ცალ-ცალკე SMS შეტყობინებად.

თითოეულ შეტყობინებაში ასევე მიუთითეთ: მრიცხველის ნომერი, მრიცხველის ჩვენება (მონაცემები გამოყავით მძიმით)

 

 

    როდის აისახება თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები ბაზაში? 

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი მრიცხველის მონაცემები ჯივიპის ბაზაში SMS შეტყობინების მიღებისთანავე დაფიქსირდება და თვის ბოლოს ქვითარში აისახება.

 

მონაცემების არასწორი ფორმატით გამოგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინებას: 

,,დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ თავიდან გამოაგზავნოთ SMS შემდეგი თანმიმდევრობით:

მრიცხველის  ნომერი, მრიცხველის ჩვენება.”

 

90111 SMS სერვისით სარგებლობა უფასოა