ახალი ამბები
...

19/01/2016 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“-ს 2016 წლის მანძილზე წყლის კომუნალურ გადასახადს დაუფარავს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“-ს 2016 წლის მანძილზე მოხმარებული წყლის კომუნალურ გადასახადს თავად დაუფარავს. კომპანიის მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება,  ორგანიზაციის სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად მიიღო. 
 
ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით, აბასთუმნის N4-ში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციას - „ბავშვი და გარემო“, დღეს, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს სხვა წევრები, ასევე,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე და კომპანიის ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლები ნათლისღების დღესასწაულის მილოცვის მიზნით ეწვივნენ.
 
არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც, სადღეისოდ, მუდმივად 80-მდე ბენეფიციარი ბავშვი ჰყავს, სტუმრებმა სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, წიგნები და ტკბილეული გადასცეს.
 
საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები „ბავშვი და გარემო“-ს მუშაობის სპეციფიკას, ასევე, სხვადასხვა პროგრამის მიმდინარეობას დეტალურად გაეცნენ და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ამ ეტაპზე ორგანიზაციის წინაშე დგას.
 
როგორც „ბავშვი და გარემო“-ს ხელმძღვანელთან, ნანა იაშვილთან საუბრისას გამოიკვეთა, უახლოეს მომავალში, ორგანიზაციაში ბენეფიციარ ბავშვთა რაოდენობის მკვეთრად ზრდა იგეგმება. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა, საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2016 წლის მანძილზე, ორგანიზაციას წყალმომარაგების კომუნალური გადასახადი დაუფაროს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს კომპანია ბენეფიციარ ბავშვთა კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზეც იზრუნებს და საჭიროების შემთხვევაშიორგანიზაციის კუთვნილ შენობაში წყალსადენისა და კანალიზაციის შიდა გაყვანილობასაც მოაწესრიგებს.
 
ორგანიზაციაში „ბავშვი და გარემო“ ერთი ქოლგის ქვეშ სამი სხვადასხვა მიმართულების ბავშვთა ცენტრი მოქმედებს: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა კრიზისული სადღეღამისო ცენტრი „ბეღურები“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრი „იმედი“ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრი „ცისარტყელა“. სამივე ცენტრი ერთ შენობაშია განთავსებული. „ბავშვი და გარემო“ ყველა პროგრამას სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს. 
 
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
 
19.01.2016
სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები