23/01/2016 კომპანიები - “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ
ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის 25 იანვრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებმა, ყინვის დროს, წყალსადენის სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები:
იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები. მათთვის ასევე რეკომენდებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.
ყოველ აბონენტს, მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“, აღნიშნულ დღეებში (თარიღებში), წყლის ჭარბად დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ.
კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება