07/02/2023 ჯივიპი, 8 თებერვალს, დიდუბის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
8 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში,ბოხუას ქ. N1-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 თებერვალს 23:00 საათიდან 9 თებერვლის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
ბოხუას, ბელიაშვილის N145-169 (კენტებს), ბელიაშვილის N110 ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |