12/02/2023 ჯივიპი ხვალ,13 თებერვალს, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
13 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ფ.თავაძის ქ. N3-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 თებერვალს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას გამზ. N 43, 45, ვაჟა-ფშაველას 1 კვ. N23, 24, 25, ზაქარიაძის N 7, 9, 15, ფ.თავაძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
11/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 12 იანვარს , საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |