23/02/2023 ჯივიპი , ხვალ 24 თებერვალს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 24 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ზ.ანჯაფარიძის ქუჩაზე , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩაატარებს
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 თებერვალს 14:00 საათიდან 24 თებერვლის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას IV, VI და VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზ.N89-99 (კენტებს); სანდრო ეულის (ზურაბ ანჯაფარიძის), შავიშვილის, ნადირაძის, თოფურიას, მამასახლისოვის, ქავთარაძის N27-53 (კენტებს) N26 -78 (ლუწებს) ქუჩებს, ქავთარაძის 2, 3, 4 შესახვევს, ნუცუბიძის ქ. N 96-106(ლუწები), უნივერსიტეტის N24 ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge