26/03/2023
ხვალ 27 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვარკეთილის 3, IIIა მ/რ, N 321-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურსამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 მარტის 22:00 საათიდან 28 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილი 3, IIIა მ/რ მთლიანად; ვარკეთილი 3, III მ/რ-ის N 301, 302, 303, 304, 304, 304გ და 304ვ; რაფაელ დვალის; ნიკოლოზ ლანდიას, რწმენის, ოჯალეშის, ჩხენკელის, სადგერის, ყადირ შერვაშიძის, ლადო კოტეტიშვილის, გახოკიძის N 165 და N 167, თაყაიშვილის N5 – 29 (კენტებს) და თაყაიშვილის N54 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge