PLANNED WORKS

21/05/2023 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 22 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. 

მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის თანახმად წერეთლის გამზირზე სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, რაშიც კომპანია 12 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში უკვე განახლდა 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი, დამაონტაჟდა 17 ერთეული  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 2 სახაძრო ჰიდრანტი მოეწყო.

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი წერეთლის გამზირის N1-თან გადაერთებით სამუშაოებს  ხვალ, 22 მაისს,  დღის 12:00 საათზე დაიწყებს და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას  აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 მაისს, დღის 12:00 საათიდან, 23 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 წინამძღვრიშვილის N133-137 (კენტებს), N176-200 (ლუწებს), თამარ მეფის გამზ. N5-31 (კენტებს), ნინოშვილის N61-69 (კენტებს), N66-78 (ლუწებს), წერეთლის გამზ. N1-103 (კენტებს), N2-128 (ლუწებს), აღმაშენებლის გამზ. N142-184 (ლუწებს), N125-199 (კენტებს), სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ვ.ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ცემის, ფოთის, მირცხულავს, კოსმონავტების, კერესელიძისა და მაიაკოვსკის ქუჩებს


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -http://www.gwp.ge


26/09/2024 ჯივიპი, 27 სექტემბერს, სამგორის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
25/09/2024 ჯივიპი, 26 სექტემბერს, სამგორის რაიონში ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს
25/09/2024 ჯივიპი, 26 სექტემბერს, სამგორის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
24/09/2024 ჯივიპი, 25 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/09/2024