PLANNED WORKS
23/05/2023 ჯივიპი, 24 მაისს, ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 24 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ც.დადიანის ქ.N263-თან , წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 მაისს, 12:00 საათიდან 24 მაისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ჯავის N1-15 (კენტებს), N2-16 (ლუწებს), ჯავის პირველ შესახვევს, სააკაძის N181-191 (კენტებს), რიონჰესის, იმერეთის ქუჩებს.