07/06/2023 ჯივიპი, 8 ივნისს ჩუღურეთის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
8 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, პ.სააკაძის ქ. N28-თან ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 ივნისს 12:00 საათიდან 8 ივნისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში :
პაატა სააკაძის, ასპინძის, ძეგამის ქუჩებს, ასპინძის 1 ქუჩას, ასპინძის შესახვევს, ახალი არსენალის 1 ქუჩას, ახალი არსენალის მე-2 ქუჩას (ეკატერინე ჭავჭავაძე), ასპინძის შესახვევს (ბეთანელი)
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |