PLANNED WORKS

21/09/2023 ჯივიპი, 22 სექტემბერს, დიდუბის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს



22 სექტემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ  ქსელზე  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.



კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 სექტემბერს  11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


დიდუბის  რაიონში:

წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, აკაკი ბაქრაძის, გოგოლაურის, დავით ბაქრაძის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ვ.ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, არჩილ ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, იამანიძის, თევდორე მღვდელის N13-57 (კენტები) და N16-48 (ლუწები), სოხუმის,ზუგდიდის და რობაქიძის N 7 ქუჩებს, მარშალ გელოვანის N35,52, ერისთავის ქუჩა და მექანიზაციის ქუჩებს.

 

 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

16/01/2023 ჯივიპი, ხვალ 17 იანვარს დიდუბის რაიონში აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
11/01/2023 ჯივიპი , ხვალ 12 იანვარს , საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/01/2023 ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს