05/10/2023 ჯივიპი, 6 ოქტომბერს , სამგორის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
-
6 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვ.დავითაშვილის ქუჩა N1-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს 22:00 საათიდან 7 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:აეროპორტის დასახლებას; აეროპორტს, ფრანგულიანის ქუჩას, ლილოს 1 მ/რ 9,10,11,12 კორპუსებს, კახეთის გზატ. N75-N99-ის ჩათვლით; ქვემო ალექსევკას; ლოლაძის ქუჩას; იუმაშევის ქუჩას; ნახუცრიშვილის ქუჩას; ლეონტი მროველის ქუჩას; ქიზიყის ქუჩას N27- N45-ის ჩათვლით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge