24/10/2023 ჯივიპი, 25 ოქტომბერს, საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
25 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში,გოთუას ქ. N28-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 25 ოქტომბერს 11:00 საათიდან 25 ოქტომბრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
გოთუას ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge