PLANNED WORKS

05/11/2023 ჯივიპი, 7 ნოემბერს , დიდუბის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

 

7 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.  

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, 64 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება და 16 სახანძრო ჰიდრანტი ეწყობა. 

მიმდინარე სამუშოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ერთდროულად 12 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად ახალ ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 6 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა. 

 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

 

დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირის N1-91, აღმაშენებლის გამზირის N199,  ევდოშვილის ქუჩა N1-27; N2-20  ბაგრატიონის ქუჩა N50-82; N31-75, აგლაძის ქუჩა N 1,3,5, ფოთის ქუჩა N2-14 ,  N1-21, ბათუმის ქუჩა N1-23; N2-30, ბათუმის შესახვევს, წინამძღვრიშვილი ქუჩა N176-200,  თევდორე მღვდლის ქუჩა N14-48; N13-55;  თევდორე მღვდლის 1-ელ და მე-2 ჩიხებს, ქუთაისის ქუჩა N18, ყიფიანის ქუჩა N 23, 24ა, 24ბ, მაიაკოვსკის,  სტანისლავკის, ბაქრაძის, ვანის, კედიას, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, ლებანიძის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -http://www.gwp.ge

 

 

04/12/2023 ჯივიპი, 5 დეკემბერს, კრწანისის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
03/12/2023 ჯივიპი, 4 დეკემბერს, დიდუბის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
03/12/2023 ჯივიპი, 4 დეკემბერს, საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
03/12/2023 ჯივიპი, 4 დეკემბერს, მთაწმინდის რაიონში, დაბა წავკისში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
30/11/2023 ჯივიპი, 1 დეკემბერს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს