19/11/2023 ჯივიპი, 20 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
20 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, ვ.ჭაბუკიანის ქ. N6-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 ნოემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
პეკინის 1 და 2 კვარტალს, ხვიჩიას, ჭაბუკიანის და დეკანოსიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |