04/12/2023 ჯივიპი, 5 დეკემბერს, კრწანისის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
5 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში,ვ.გორგასლის ქ. N101-თან , წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 5 დეკემბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
ვახტანგ გორგასლის ქ. N 93-115 (კენტებს), გორგასლის მე-3 ჩიხს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |