04/12/2023 ჯივიპი, 5 დეკემბერს , გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
5 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში,ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურში , წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 5 დეკემბერს 11:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
გლდანის 5,6,7,8 მ/რ სოფ.ბერთუბანი,გიორგი წმინდა,ტიხონოვის,ხერგიანის,წინამძღვრიშვილის,მარჯანიშვილის,მიქატაძის,გულისაშვილის,მაისურაძის,მებაღიშვილის ქუჩებს.თიანეთის გზატ. გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგცემენტს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge