11/02/2024 ჯივიპი ხვალ,12 თებერვალს, დიდუბის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
12 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქ. N5-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 თებერვლის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
ცაბაძის 2-4 (ლუწებს) N 1-13 (კენტებს), წინამძრღვრიშვილის N 176-200 (ლუწებს), ლებანიძის (ბორჯომის) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |