PLANNED WORKS

17/03/2024 18 მარტსს ჯივიპი მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს



18 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ი.ნიკოლაძის ქ. N10-თან, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.



კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 მარტის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

მთაწმინდის რაიონში:

იაკობ ნიკოლაძის, ლუარსაბ შარაშიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შიო მღვიმელის, ვერიკო ანჯაფარიძის, კოტე მახარაძის, კოსტავას N 40-44; N 52-60 (ლუწებს), ფარნაოზ ლაპიაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის და შალვა ღამბაშიძის ქუჩებს.



ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

12/02/2024 ჯივიპი, 13 თებერვალს , ისნის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
11/02/2024 ჯივიპი, 12 თებერვალს, ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
11/02/2024 ჯივიპი ხვალ,12 თებერვალს, დიდუბის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
06/02/2024 ჯივიპი, ხვალ, 7 თებერვალ დიდუბის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
31/01/2024 ჯივიპი, ხვალ , 1 თებერვალს , სამგორის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს