16/04/2024 ჯივიპი, 17 აპრილს, მთაწმინდის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ 17 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქ.N33-თან წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 17 აპრილს დილის 10:00 საათიდან 17 აპრილის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
ოქროყანაში - ამაღლების, ამაღლების 1 გასავალი,ნასახლარის, გელოვანის ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, ხერგიანის ქუჩას ჩიხებით, მეფუტკრეობის, პარკის, ნაძვნარის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |