24/04/2024 ჯივიპი, 25 აპრილს, სამგორის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ 25 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მ/რ N319-თან წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 25 აპრილს დილის 10:00 საათიდან 26 აპრილის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ-ის N305ა - N317 (კენტებს) N306 - N318 (ლუწებს), N 319 ა, ბ, ვ, ი, კ; და სუხიშვილის ქ. N12; N35; N30; N45.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
11/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 12 იანვარს , საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |