16/05/2024 ჯივიპი, 17 მაისს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
17 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, კახეთის გზატკ. N135-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 მაისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
საქნავთის დასახლებას, იოსებ ალავერდელის, არსენ მეკოკიშვილის, დავით კობახიძის, გიორგი ტყემალაძის, ნადეჟდა ხარაძის, გიორგი თარხნიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილი N 129-189 (კენტებს) N 130-190 (ლუწებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge