03/06/2024 ჯივიპი, 4 ივნისს, ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
4 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზ. IV კვ. N1ა-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 ივნისის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას IV კვარტალს (სრულად).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |