PLANNED WORKS

18/08/2024


ჯივიპი
, ისნისრაიონშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზე ახალ ინფრასტრუქტურას აწყობს


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩა N35-ის მიმდებარედ მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს.

სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. შედეგად სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მნიშნვნელოვნად შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალი. 

ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 19 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

 

სამუშოების ჩატარებისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან 20 აგვისტოს 00:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

სამგორის რაიონში - კახეთის გზატკეცილის N73, 75, 83, 87, 89, ლილოს დასახლების 1-ელ მიკრორაიონს,  მე-2 მიკრორაიონის 1-ელ კვარტალს და N10, 11, 12 კორპუსებს, მე-2 კვარტლის N1-8 კორპუსებს, მე-4 და მე-5 კვარტლებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, ხვედელიანის, იგოეთის, გიგორაშვილის, ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის, კუპრაძის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს.

 

ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, საქნავთის, სადგური ლილოს და ლოჭინოს დასახლებებს (ქებურიას დასახლებას), ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდ ლილოს, სოფელ წინუბანს, ნასაგურს, სოფელ გამარჯვების ნაწილს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას. 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.


28/10/2024 ჯივიპი, 29 ოქტომბერს, სამგორის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
27/10/2024 ჯივიპი, ხვალ 28 ოქტომბერს, მთაწმინდის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/10/2024 ჯივიპი,11 ოქტომბერს, საბურთალოს რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
08/10/2024 ჯივიპი, 9 ოქტომბერს, სამგორის რაიონში ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს
07/10/2024 ჯივიპი, 8 ოქტომბერს , ვაკის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს