11/09/2024 ჯივიპი, 12 სექტემბერს, საბურთალოს რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
12 სექტემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში,დ.თავდადებულის ქ. N2ბ-თან ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 12 სექტემბერს 20:00 საათიდან 13 სექტემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში :
თავდადებულს,არჩილ მეფეს, ბენდუქიძის დასახლებას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |